მთავარი
არაოფიციალური
მონაცემების მიხედვით საქართველოში 130,000 მეტი ფიზიკურად შეზღუდული ადამიანია.
ამათგან დაახლოებით 10%-ს აღენიშნება გადაადგილების უნარის შეზღუდვა. მათ შორის
კიდურამპუტირებული პაციეტები საჭიროებენ საპროტეზო რეაბილიტაციას, ხოლო პაციენტები
ფუნქციური დაავადებებით (ნევროლოგიური და სხვა დარღვევებით) ორთეზულ
მომსახურებას. 1990-იან წლებში ამპუტაციის მთავარი მიზეზს ომთან დაკავშირებული
უბედური შემთხვევები განაპირობებდა. ამჟამად იგივე მიზეზით შემთხვევათა 20%-ია
გამოწვეული (მათ შორის ნაღმის მსხვერპლთა რიცხვი ძირითად ნაწილს შეადგენს), ხოლო
ძირითად ფაქტორს (40%) წარმოადგენს ისეთი დაავადები, როგორიცაა დიაბეტი,
სისხლ-ძარღვოვანი დაავადებები და სხვა. შემთხვევათა 35%-ში გვხვდება სატრანსპორტო
და სხვა სახის ტრავმატიზმი.
საპროტეზო ორთოპედიული რაბილიტაციის
ქართული ფონდში
(სორქ ფონდი) რეგისტრირებულია 6500-მდე ამგვარი პაციენტი. ფონდი დაარსდა
წითელი
ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორთოპედიული პროექტის ბაზაზე 2003 წლის
დეკემბერში.
მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები უზრუნველყოს
ფიზიკური
რეაბილიტაციის მომსახურებით (ფიზიკალური თერაპია, პროტეზირება და
ორთეზირება).
დღემდე 5200-ზე მეტ ადამიანს გაეწია მომსახურება. ფონდში ამჟამად
დასაქმებულია
სხვადასხვა პროფესიული პროფილის მქონე 18 თანამშრომელი: ორთოპედიული
ტექნოლოგები
(საერთაშორისო II
კატეგორია) და
ტექნიკოსები, ექიმი რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპისტი, ადმინისტრაციული და
დამხმარე
შტატი. მათი პროფესიული დონის პერმანენტული ამაღლება სორქ ფონდის ზრუნვის
ერთ-ერთი
ძირითადი საგანია. სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2008 წელს
წარმატებით განხორციელდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის დანერგვა
ISO 9001:2008 სტანდარტის მიხედვით.
მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის და არსებული სახელმწიფო
დაფინანსების სიმცირის პირობებში მეტად მნიშვნელოვანია ნებისმიერი, თუნდაც
უმნიშვნელო დახმარება ფონდის საქმიანობისთვის. ჩვენ დიდი მადლიერება გვინდა
გამოვხატოთ ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პიროვნების მიმართ, რომელთა თანადგომამ
შესაძლებელი გახადა ამგვარი სამსახურის არსებობა საქართველოში. მათ შორის
არი
ან
წითელი
ჯვრის საერთაშორისო კომიტეტ
ი
, იოჰანიტერ
ი
, ჯგუფ
ი
სოსიეტე ჯენერალ
ი
- ბანკი
რესპუბლიკა, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია,
ფონდ
ი
ევრაზია, კანადის მთავრობა, ქალბატონ
ი
ერიკა ულამეკ
ი
, ბატონ
ი
ჟერომ რიბო-გაილარ
ი
და სხვებ
ი
.
სიახლე
2010-03-27 - 27 მარტს, საღამოს 7 საათზე, სასტუმრო
27 მარტს, საღამოს 7 საათზე, სასტუმრო "მერიოტში" ქალბატონების ჯგუფმა უმასპინძლა <a სრულად
2009-12-04 - ღია კარის დღე
4 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა საერთშორისო დღესთან დაკავშირებით სრულად
-
-
|
|
|
|





